ლევან მატიაშვილი ანტალიის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ლევან მატიაშვილი ანტალიის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილს ვიხილავთ.

მატიაშვილი ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ სნიპს დაუპირისპირდა და შეხვედრის ბოლო წამზე იპონით დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ანტალიის გრანდ სლემზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი ოთხი ძოიდოისტი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ შეჯიბრებას. შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.