ლევან მატიაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ასპარეზობას მხოლოდ მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი აგრძელებს.

მატიაშვილმა ტურნირზე მესამე შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში რუმინელი ვლადუტ სიმიონესკუ ვაზარით დაამაცხა და ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ სნიპს დაუპირისპირდება.

გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ). შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.