მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე მოწმე გიორგი ქათამაძის დაკითხვა მიმდინარეობს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე დაზარალებული გიორგი ქათამაძის დაკითხვა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღევანდელ პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. სასამართლოში მივიდნენ 18 ივნისის წვეულების მონაწილეები, მარიამ ხატისკაცი და გიორგი ქათამაძე. სხდომაზე შესვლამდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ქათამაძეს ფიზიკური დაზიანებები მცხეთის ავტომაგისტრალზე მიაყენეს, როდესაც ის გიორგი შაქარაშვილთან და თანმხლებ პირებთან ერთად აგარაკის ტერიტორიას ტოვებდა. ჩვენების მიხედვით, მათ თავს დაესხნენ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მგზავრები. ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მოწმე გიორგი ქათამაძეს მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა დაზიანებები მიაყენეს.
როგორც ადვოკატები ამბობენ, თუ რა კითხვები ექნებათ მოწმეებთან, მათი დაკითხვისას გადაწყვეტენ.