„მცხეთის წყლის“ აბონენტებისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული გადაწყვეტილების თანახმად, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს კი დაახლოებით, 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით 35 თეთრით გაუძვირდა.
კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 0.204-დან 0.329 ლარამდე (სხვაობა 0.125), გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 2.402 ლარიდან 3.888 ლარამდე გაიზარდა (სხვაობა 1.486) , ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 3.201 ლარიდან 3.548 ლარამდე (სხვაობა 0.347 ლარი).
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.