მცხეთის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუძვირდა
მცხეთის მოსახლეობას წყლის ტარიფი  გაუძვირდა

„მცხეთის წყლის“ აბონენტებისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული გადაწყვეტილების თანახმად, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს კი დაახლოებით, 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით 35 თეთრით გაუძვირდა.

კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 0.204-დან 0.329 ლარამდე (სხვაობა 0.125), გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 2.402 ლარიდან 3.888 ლარამდე გაიზარდა (სხვაობა 1.486) , ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 3.201 ლარიდან 3.548 ლარამდე (სხვაობა 0.347 ლარი).

დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.