ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთასთან.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.