მცხეთასთან, ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა და დაზიანდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.