მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობთ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.