მცხეთაში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაჭრილი მცხეთაში „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობთ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.