მცხეთა-მთიანეთში ექვს ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დაემატა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს.
შსს-ს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით ექვს ადგილზე ამოქმედდა, კერძოდ:
„1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
4. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
5. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნაოზა) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნაოზა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 467 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.
„საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2677 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 944 ნომრის ამომცნობია, ხოლო 1733 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.
ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად სამინისტრომ უკვე ერთი თვეა საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ დაიწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლებას ემსახურება“,- აცხადებენ შსს-ში.