ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა

16:32, 19.12.2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური ჭკვიანი კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კამერები განლაგებულია 10 ადგილზე:

1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 304-ე კმ-დან (ხობი, სოფელი პირველი მაისი – ზუგდიდი) 310-ე კმ-მდე (ხობი, სოფელი ხეთა – ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა – ზუგდიდი) – 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური – ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური – ზუგდიდი) 320-ე კმ-მდე (სოფელი ცაიში – ზუგდიდი.) ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (სოფელი ცაიში – სამტრედია) 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური – სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

5. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური – სამტრედია) 310-ე კმ-მდე (სოფელი ხეთა – სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა- სამტრედია) 304-ე კმ-დან ( სოფელი პირველი მაისი – სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

7. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან – ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

8. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან – ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ.შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

9. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) – მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ.კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

10. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) – მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

მსგავსი