მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განაცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ასევე ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სპეციალისტები და მიმდინარეობს დაკვირვება.
„გეოლოგიური სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა ხევის ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები. გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს უსაფრთხოების გათვალისწინებით. სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული “, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.