მცხეთის მერია - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა
მცხეთის მერია - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

მათივე განცხადებით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ  შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ 27 აგვისტოს კლდის ნაშალი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.

„ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს“, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.