გეოლოგი - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში იქნება, ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს
გეოლოგი - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში იქნება, ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, რამაზ კობერიძის განაცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა, კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  არანაირი საფრთხე არ არსებობს.

„ამჟამად საფრთხე მინიმალურია. ამ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნას უახლოეს მომავალში გაცნობებთ. ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა ვაკვირდებით. გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ხევის კალაპოტზე უნდა დაწესდეს. სრულ კოორდინაციაში ვართ ყველა უწყებასთან. ხევის გაწმენდა უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს“, – განაცხადა რამაზ კობერიძემ.