მატეუშ მორავიეცკი - ვარშავა არ დაუშვებს, პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს
ვარშავა არ დაუშვებს, პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო რგოლში გააკეთა.
„პოლონეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება, ჩვენ არ გავხსნით საზღვრებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მორავიეცკი ამბობს, რომ როდესაც უკრაინას სჭირდებოდა დახმარება, პოლონეთმა მათ „საკუთარი გულებისა და სახლების კარი გაუღეს“, თუმცა პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, „როდესაც საუბარია პოლონეთის ინტერესების დაცვაზე, მხოლოდ მთავრობას შეუძლია, უზრუნველყოს, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები დაცული იქნება.
ცნობისთვის, პოლონეთის მთავრობა აპირებს, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებს, გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.
პოლონეთსა და ევროკავშირის კიდევ ოთხ ქვეყანაში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის იმპორტი შეზღუდულია, რადგან ეს ქვეყნები ამტკიცებენ, რომ იაფი უკრაინული მარცვლეულის მათ ბაზარზე შეტანა ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.