მიხეილ ჩიკვილაძე - მასწავლებელთა უმეტესობაც საშოვარზე გასული მშობელია
მიხეილ ჩიკვილაძე - მასწავლებელთა უმეტესობაც საშოვარზე გასული მშობელია

მასწავლებლის შრომა ფუჭად ჩაივლის, თუ მშობელმა ის ყველაფერი არ მიიღო, რაც ბავშვს სკოლიდან მიაქვს, – ამის შესახებ 35-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მასწავლებელთა უმეტესობაც საშოვარზე გასული მშობელია, რომლებსაც, ფაქტობრივად, არა მოწოდება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ინტერესი აქვთ, მატერიალურად უზრუნველყოფილი იყვნენ და თავიანთი ოჯახები შეინარჩუნონ. ამიტომ, ძალიან ნაკლებად ხდება, როცა მასწავლებლები თავიანთ თავზე მუშაობენ. ასევე არიან მშობლებიც. საერთოდ, ბავშვის აღზრდაში უკუკავშირი უნდა არსებობდეს. მასწავლებლის შრომა ფუჭად ჩაივლის, თუ მშობელმა ის ყველაფერი არ მიიღო, რაც ბავშვს სკოლიდან მიაქვს. ასევეა პირიქითაც, სკოლაში მოდის მშობლის მიერ სათანადოდ მომზადებული ბავშვი, მაგრამ მასწავლებელი სათანადო დონეზე არ ხვდება, რაც ასევე იწვევს იმ გარემოებას, რომ სკოლაში ბავშვი აბსოლუტურად გულგრილად მოდის“, – განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.