მაშველები მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროელი გიორგი ანთაური, რომელიც მწყემსად ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა კაცმა ვეღარ შეძლო. გავრცელებული ცნობით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მამაკაცის სამძებრო სამუშაოების მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები იმყოფებიან.