ყაჩაღობა მოხდა მარტვილში. მშვიდობის ქუჩაზე გვიან ღამით ავთანდილ ციცხვაიას ოჯახს დაესხნენ თავს.
თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წაღებულია ოქრო და სხვა ძვირფასეულობა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ყაჩაღობაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები სრულად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.