მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ოჯახი დააყაჩაღეს

09:27, 24.04.2019

ყაჩაღობა მოხდა მარტვილში. მშვიდობის ქუჩაზე გვიან ღამით ავთანდილ ციცხვაიას ოჯახს დაესხნენ თავს.

თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წაღებულია ოქრო და სხვა ძვირფასეულობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ყაჩაღობაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები სრულად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი