მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის მამა - „რუსთავი 2"-ს სირცხვილი, რომ იმას საუბრობს, თითქოს შიმშილით ბავშვი მოვკალი
„რუსთავი 2″-ს სირცხვილი, რომ იმას საუბრობს, თითქოს შიმშილით ბავშვი მოვკალი, – ამის შესახებ მარტვილში გარდაცვლილი 14 წლის ბიჭის მამამ, გელა ნაჭყებიამ განაცხადა.
„რუსთავი 2″-ს სირცხვილი, რომ იმას საუბრობს, თითქოს შიმშილით ბავშვი მოვკალი. არც ჩემი ცხოვრება არ იციან და ამხელა ტკივილს კიდევ ზემოდან დამადეს ეგ ცოდვა, ისედაც ჩემი ცოდვები მყოფნის. გრცხვენოდეთ თქვენ. მეტს არაფერს აღარ გეტყვით. დიდი ბოდიში და მაპატიეთ, ჩემი ტრაგედია და ჩემი პრობლემები მყოფნის.
„რუსთავი 2″-ს მართლა სირცხვილი. ამ დილას რომ ვნახე, გული მეტკინა. ჩემი პრობლემები მაქვს. არაფერს არ გთხოვთ და არც მითხოვია არასდროს. ხუთი წლიდან გავზარდე ბავშვი. „რუსთავი 2″-ს მართლა სირცხვილი, არ მეკუთვნოდა მე ეს, მართლა არ მეკუთვნოდა”, – აცხადებს გარდაცვლილის მამა.
14 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მარტვილში დღეს ადგილზე მისულ „რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაატოვებინეს.
მარტვილში 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 აპრილს იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.