მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2” სიცრუეში დაადანაშაულეს და გადამღებ ჯგუფს მათი სახლის ტერიტორია დაატოვებინეს [ვიდეო]

მარტვილში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ადგილზე მისულ „რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაატოვებინეს.

ისინი ტელეკომპანიას სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „რუსთავი 2″-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც საუბარია, თითქოს 14 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა, რაც ტყუილია.

ჭირისუფლებთან ჩასულ „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფთან ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას პორტალი „კვირა” ავრცელებს.

მარტვილში 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 აპრილს იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.