მარტვილის სოფელ ტალერში ხანძარია.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ცეცხლი ხის საამქროსა და ავეჯის ქარხანას უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძარო-სამაშველო ჯგუფი.
ძლიერი ხანძრის გამო, ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება.