ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.
ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს საფლავებზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოებზეც.
ამასთან, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 20:00 საათამდე უფასო ავტობუსები დღესაც იმოძრავებენ.