მარტინ ედეგორი „რეალ სოსიედადში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს
მარტინ ედეგორი „რეალ სოსიედადში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს

„რეალ მადრიდის“ ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ თამაშობს, სეზონის დასრულების შემდეგ დედაქალაქურ კლუბში არ დაბრუნდება. ამ ინფორმაციას ესპანური გაზეთი „ასი“ (AS) ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბასკურ გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს, რის თაობაზეც კლუბებს შორის მოლაპარაკება ამჟამად მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მადრიდელები იძულებილნი გახდნენ ერთი წლით გადაედოთ გუნდის გაახალგაზრდავების პროცესის დაწყება, რის ფარგლებშიც ედეგორის დაბრუნებაც იგეგმებოდა. თავად 21 წლის ფეხბურთელი სან-სებასტიანში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.

მიმდინარე სეზონში ედეგორმა 30 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და შვიდი გოლის ავტორი გახდა.