„სოსიედადმა“ პსჟ-ის ნახევარმცველი გადაიბირა #1TVSPORT
„სოსიედადმა“ პსჟ-ის ნახევარმცველი გადაიბირა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „რეალ სოსიედადმა“ წარმატებული მოლაპარაკებები გამართა „პარი სენ-ჟერმენთან“ ბრაზილიელი ნახევარმცველის რაფინია ალკანტარას იჯარის თაობაზე, – დაწერა თავის „ტვიტერში“ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, იჯარა არ ითვალისწინებს მომავალში ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას. ალკანტარა „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი ნახევარი წლით გახდება – 2022 წლის ივნისამდე. ორშაბათს, ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის ესპანურ კლუბში.

ამ სეზონში 28 წლის რაფინიამ ლიგა 1-ში ხუთი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. გასულ წელს ალკანტარა „პარი სენ-ჟერმენში“ „ბარსელონადან“ 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.