„ნიუკასლი“ 70 მილიონ ევროდ ალექსანდერ ისაკს ყიდულობს #1TVSPORT
„ნიუკასლი“ 70 მილიონ ევროდ ალექსანდერ ისაკს ყიდულობს #1TVSPORT

შვედეთის ნაკრების ფორვარდი ალექსანდერ ისაკი „ნიუკასლში“ 70 მილიონ ევროდ გადადის.

როგორც გამოცემა El Diario Vasco წერს, ინგლისურმა კლუბმა ისეთი შეთავაზება გააკეთა, რომ „რეალ სოსიედადს“ არ შეეძლო უარის თქმა.

ბონუსების ხარჯზე თანხა შეიძლება 75 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ასევე „სოსიედადი“ 10 პროცენტს მიიღებს შვედი ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან.

22 წლის ისაკის გაყიდვა – სარეკორდოა ესპანური კლუბის ისტორიაში. 2019 წელს, „სოსიედადმა“ ფორვარდი 10 მილიონ ევროდ შეიძინა „დორტმუნდიდან“.

ლა ლიგას გასულ სეზონში ისაკმა 32 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.