სასამართლომ დიეგო მარადონას სხეულის მავზოლეუმში გადასვენების ნებართვა გასცა #1TVSPORT

10:29, 02.10.2024

არგენტინის ქალაქ სან ისიდროს სასამართლომ დააკმაყოფილა ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილების თხოვნა ფეხბურთელის სხეულის მავზოლეუმში გადატანის შესახებ. ეს ინფორმაცია გაზეთმა Clarin-მა გაავრცელა.

აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის სხეულს ბელა ვისტას კერძო (დახურული) სასაფლაოდან მავზოლეუმში გადაასვენებენ, რომელიც ბუენოს აირესის ცენტრში შენდება.

მავზოლეუმის აგება შედის პროექტ „მემორიალ 10“-ში, რომელიც ფეხბურთელს ეძღვნება. პროექტის თანახმად, მავზოლეუმი მნახველებისთვის ღია იქნება.

„ეს ადგილი გაცილებით უხიფათოა, ვიდრე ამჟამინდელი. არგენტინელ ხალხს და მსოფლიოს მოქალაქეებს შეეძლებათ პატივი მოაგონ თავიანთ კერპს“, – ასეთი არგუმენტი მოჰყავთ მარადონას შვილებს.

მსგავსი