მარშალ გელოვნის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით, იგეგმება ორდონიანი კვანძის მოწყობა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონი ლარია.
ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.
ახალი ესტაკადის მშენებლობა მოძრაობის განტვირთვას ისახავს მიზნად.