კახა კალაძემ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა 
კახა კალაძემ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცინცაძე- კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რაც საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილს საცობებისგან განტვირთავს, ასევე შემცირდება ტრანსპორტის გადაადგილების დრო.

მისივე თქმით, სამუშაოებიდან გამომდინარე დროებით შეიცვლება კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ-კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება შეიზღუდება. სანაცვლოდ ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანის ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.

გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომობილებისთვის იქნება ნებადართული.

კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 92 ნომერი ავტობუსი და ნომერ 27,50,81 და ნომერი 100 მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყოფილ იპოდრომთან ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ,საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრობენ. ცინცაძე -კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები 5თვეში დასრულდება.