მარშალ გელოვნის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

17:19, 18.01.2018

მარშალ გელოვნის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, იგეგმება ორდონიანი კვანძის მოწყობა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონი ლარია.

ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.

ახალი ესტაკადის მშენებლობა მოძრაობის განტვირთვას ისახავს მიზნად.

მსგავსი