მარშალ გელოვანის გამზირზე მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე ექნება შეზღუდული
მარშალ გელოვანის გამზირზე მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე ექნება შეზღუდული. ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.
„დღეს, 29 აპრილს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე, N6-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული იქნება 29 აპრილის 09:30 საათიდან 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე:
მთწმინდა-კრწანისის რაიონში – კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, პეტრიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში – კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილისა და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აცხადებენ კომპანიაში.