მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა.

ამ წუთებში ადგილზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით სავალი გზის გაწმენდის სამუშაოებში მიმდინარებს. გზის გაწმენდის სამუშაოებს მონიტორინგს დედაქალაქის მერიის თანამშრომლები უწევენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროსადენები და წაიქცა ხეები. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა გლდანში შექმნა, ასევე, ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო. მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222.