მთაწმინდის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება
მთაწმინდის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 26 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში – მელიქიშვილის გამზირს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, ხორავას, ლაპიაშვილის, ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელისა და შარაშიძის ქუჩებს; კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიასა და შანიძის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.