საფრანგეთის ქალაქ მარსელში შეიარაღებული პირის ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ოჯახურ კონფლიქტთან აქვთ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ კეთდება.