გატუზო „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს #1TVSPORT
HAMBURG, GERMANY - FEBRUARY 15: head coach Gennaro Gattuso of Olympique Marseille looks on prior to the UEFA Europa League 2023/24 Playoff first leg match between FC Shakhtar Donetsk and Olympique de Marseille at Volksparkstadion on February 15, 2024 in Hamburg, Germany. (Photo by Marco Steinbrenner/DeFodi Images via Getty Images)
იტალიელმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მარსელმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯენარო გატუზო.
იტალიელ სპეციალისტსა და მის თანაშემწეებს უკვე აცნობეს კლუბის გადაწყვეტილება. ამ მომენტისთვის უცნობია, ვინ შეცვლის გატუზოს.
„მარსელს“ საფრანგეთის ჩემპიონატში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მეცხრე ადგილზეა. გასულ კვირას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში ფრანგულმა კლუბმა სტუმრად 2:2 ითამაშა „შახტარის“ წინააღმდეგ. განმეორებითი მატჩი 22 თებერვალს გაიმართება.