პიერ-ემერიკ ობამეიანგი 2023-24 წლების ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT
პიერ-ემერიკ ობამეიანგი 2023-24 წლების ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT

„მარსელის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი 2023-24 წლების სეზონის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ დაწერა უეფა-ს პრესსამსახურმა.

ტურნირზე 13 შეხვედრაში 34 წლის გაბონელმა ფეხბურთელმა 10 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ობამეიანგმა ევროპის ლიგის გათამაშება საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაასრულა. ასევე საუკეთესო იყო „გოლი+პასის“ სისტემით. გარდა ამისა, ტურნირის მსვლელობისას „მარსელის“ ფორვარდმა რადამელ ფალკაოს რეკორდი გააუმჯობესა – ობამეიანგი 34 გოლით ევროპის ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.