მარსელო ტრავმირებულია და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა გამოტოვოს
მადრიდის „რეალის“ მარცხენა მცველმა, მარსელომ ლა ლიგის წინა ტურში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა, საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს სამი ქულის მოპოვებაშიც დაეხმარა. ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის, საბოლოო ჯამში, ეს მატჩი არც თუ ისე კარგად დასრულდა. 86-ე წუთზე მარსელომ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ანალიზების მიხედვით დადგინდა, რომ 32 წლის მცველი სამეფო კლუბს სამი კვირით გამოაკლდება და შესაძლოა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრაც, „ატალანტას“ წინააღმდეგ გამოტოვოს.
ცოტა ხნის წინ ისიც გაირკვა, რომ მადრიდელთა ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი მუხლზე ოპერაციას ჩაიტარებს და ბერგამოელების წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს, შესაბამისად ზინედინ ზიდანს ამ შეხვედრის წინ გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს.
„ატალანტასა“ და „რეალს“ შორის დაპირისპირება 24 თებერვალს გაიმართება.