მარსელოს უფროსი ვაჟი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

14:45, 30.04.2023

ესპანეთის 15 წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბრაზილიელი მცველის, მარსელოს ვაჟი ენცო ალვეში გამოიძახა. ფორვარდი მხოლოდ 13 წლისაა და მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში თამაშობს. ალვეშს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს.

ენცოს ანგარიშზე „ინფანტილ A“-ს რიგებში 32 გოლია 14 მატჩში. ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ხელი მადრიდულ კლუბთან თავის პირველ კონტრაქტს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ესპანეთის ნაკრები ფორვარდით დაინტერესდა.

მსგავსი