ესპანეთის 15 წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბრაზილიელი მცველის, მარსელოს ვაჟი ენცო ალვეში გამოიძახა. ფორვარდი მხოლოდ 13 წლისაა და მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში თამაშობს. ალვეშს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს.
ენცოს ანგარიშზე „ინფანტილ A“-ს რიგებში 32 გოლია 14 მატჩში. ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ხელი მადრიდულ კლუბთან თავის პირველ კონტრაქტს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ესპანეთის ნაკრები ფორვარდით დაინტერესდა.