მარსელო მე-14 ფეხბურთელი გახდა, ვისაც ლიბერტადორესის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული #1TVSPORT
მარსელო მე-14 ფეხბურთელი გახდა, ვისაც ლიბერტადორესის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული #1TVSPORT

რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანას“ სტადიონზე ლიბერტადორესის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიის „ფლუმინენსემ“ არგენტინის „ბოკა ხუნიორსი“ 2:1 დაამარცხა.

„ფლუმინენსეს“ რიგებში თამაშობს მარსელო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია. ის გახდა მე-14 ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც ლიბერტადორესის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

უფრო ადრე ეს შეძლეს ბრაზილიელებმა: რონალდინიომ, დიდამ, კაფუმ, როკე ჟუნიორმა, ნეიმარმა, დანილომ, რაფინიამ, რამირესმა, დავიდ ლუიშმა, აგრეთვე, არგენტინელებმა: კარლოს ტევესმა, ხუან პაბლო სორინმა, ვალტერ სამუელმა და ხულიან ალვარესმა.