ლეგენდარულმა მარსელომ კარიერაში 31-ე ტიტული მოიგო #1TVSPORT
ლეგენდარულმა მარსელომ კარიერაში 31-ე ტიტული მოიგო #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკაში გაიმართა მატჩი რეკოპა სუდამერიკანას პრიზზე. ეს არის უეფა-ს სუპერთასის ანალოგი, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან კოპა ლიბერტადორესისა და კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულები.

წელს პრიზი გაითამაშეს ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ და ეკვადორულმა „ლდუ კიტომ“.

„ფლუმინენსემ“ 2:0 გაიმარჯვა კოლუმბიელი ფორვარდის, ჯონ არიასის დუბლის წყალობით. ბრაზილიურმა კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო რეკოპა სუდამერიკანა.

„ფლუმინენსეს“ შემადგენლობაში 67-ე წუთზე მოედანზე შევიდა ლეგენდარული მარცხენა მცველი მარსელო. მან თავის პროფესიულ კარიერაში 31-ე ტიტული მოიგო.

კოპა ლიბერტადორესის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 18 მარტს გაიმართება, პირველი ტურის მატჩები კი 2-4 აპრილს არის დაგეგმილი.