რელის შემადგენლობაში „ეიბარის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მარსელომაც მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ლეგენდას, ემილიო ბუტრაგენიოს გაუთანაბრდა.
საქმე ეხება „მადრიდელთა” მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობას. მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა 463 მატჩი ჩაატარა.
„თეთრების“ რიგებში მარსელო თავის მე-13 სეზონს ატარებს. „სამეფო გუნდთან“ ერთად მან 4 ჩემპიონთა თასი, 3 მსოფლიოს საკლუბო თასი, 3 ევროპის სუპერთასი, 4 „ლა ლიგა“, 2 ესპანეთის საფეხბურთო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტნის დებიუტი 2007 წლის იანვარში, „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში შედგა. მას შემდგომ, მარსელომ „ლა ლიგაში“ 328-ჯერ იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგაზე – 91-ჯერ, ესპანეთის საფეხბურთო თასზე – 26-ჯერ, ესპანეთის სუპერთასზე – 8-ჯერ, მსოფლიო საკლუბო თასზე – 6-ჯერ, ევროპის სუპერთასზე კი 4-ჯერ ითამაშა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარსელოს „რეალის“ შემადგენლობაში 36 გოლი აქვს გატანილი. მცველი ახლა უკვე 471 მატჩის ნიშნულს უმიზნებს. თავის მხრივ, „რეალში“ 471 მატჩი ამანსიოს აქვს ჩატარებული.