საფრანგეთის თასის მერვედფინალურ ეტაპზე ქვეყნის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა “მარსელმა” მეორე დივიზიონის “ბურ-ან-ბრესი” სტუმრად 9:0 გაანადგურა.
ცხრა გოლის გატანას „მარსელმა” მხოლოდ 15 დარტყმა მოანდომა, ზუსტი დარტყმა კი გუნდს 10 ჰქონდა.
სტუმართა რიგებში ჰეთ-თრიკები შეასრულეს კონსტანტინოს მიტროგლუმ და ლუკას ოკამპოსმა. პენალტები გამოიყენეს დმიტრი პაიეტმა და კლინტონ ნ’ჯიემ. კიდევ ერთი გოლი ლუიშ გუსტავომ გაიტანა.
ბოლოს “მარსელმა” ასეთი სხვაობით 1948 წელს მოიგო, როცა საფრანგეთის თასზე “შამბერი” 10:1 დაამარცხა.