მეშვიდე წელია, მარნეულში ალილო აღინიშნება. მათ მსვლელობა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს.
მსვლელობას წინ ხარ-ურემი, მგალობლები, ჩოხოსნები და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი მიუძღოდა. მრევლმა მთელი ქალაქი ფეხით მოიარა. მსვლელობა გამგეობასთან დასრულდა.
შეგროვებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება.