მარნეულში შობის დღესასწაული ალილოთი აღნიშნეს

14:00, 07.01.2020

მეშვიდე წელია, მარნეულში ალილო აღინიშნება. მათ მსვლელობა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს.

მსვლელობას წინ ხარ-ურემი, მგალობლები, ჩოხოსნები და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი მიუძღოდა. მრევლმა მთელი ქალაქი ფეხით მოიარა. მსვლელობა გამგეობასთან დასრულდა.

შეგროვებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება.

მსგავსი