მარნეულში, სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გორაკზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.
ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და 12 ავტოცისტერნა.