მარნეულის ყოფილი მერი თეიმურაზ აბაზოვი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე სხდომა გაიმართა. პროკურატურა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვდა.
ბრალდებულის ადვოკატებმა აბაზოვის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაო შესთავაზეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.