მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია
მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია

მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც ბოლო სამ დღეში კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს. სოფელში პატრულირება ხორციელდება და ის მკაცრად კონტროლდება.

მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაინფიცირებულთა კონტაქტები ცნობილია, სოფლის ყველა მცხოვრებელს კი სახლიდან გამოსვლა ეკრძალება.

სოფელ მარადისში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა 10 აპრილს დადასტურდა. დღეს კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერიდან სულ ექვსი პირია ინფიცირებული.