მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
მარნეულის მერიაში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რომ შეხვედრაზე რეგიონებში ეპიდაფეთქების შეკავების გზებზე მსჯელობენ.