მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას პირველ ოქტომბერს ოფიციალურად გადაიბარებს
ჰოლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პირველ ოქტომბერს ოფიციალურად გადაიბარებს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას.
პირველ ოქტომბერს, დილის ცხრა საათზე ნატო-ს შტაბბინაში ახალი გენერალური მდივნის დანიშვნის ცერემონია გაიმართება.
იენს სტოლტენბერგი და მარკ რუტე მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, შემდეგ იქნება უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში, სადაც ასევე გაიმართება სიტყვით გამოსვლები.
ამის შემდეგ მარკ რუტე ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პირველ პრესკონფერენციას გამართავს.
სწორედ ამ დღეს დატოვებს ოფიციალურად თანამდებობას მოქმედი ლიდერი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ალიანსს, ათი წელია, ხელმძღვანელობს.